სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N14 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ
15-02-2024
-
+


თბილისის N14 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. სკოლაში გაიმართა არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა. 

წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანეს მე-4ა კლასის მოსწავლეებმაც. 

მე-4ა კლასში საჯარო კითხვა, დამრიგებელ როზა ჭეჟიას ხელმძღვანელობითა და მშობელთა ჩართულობით წარიმართა, მოსწავლეებმა წაიკითხეს ძმები გრიმების - „შაშვის წვერა მეფე“. 

მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად მასწავლებელმა მიმართა საინტერესო აქტივობებს. 

„ჩავატარეთ ლექსიკური სამუშაო, სიტყვების გუდიდან ამოვიღეთ და ავხსენით ახალი სიტყვები. კითხვისას გამოვიყენეთ „პაუზებით კითხვის მეთოდი“, მოსწავლეები მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ გამოთქვამდნენ ვარაუდებს, თუ რა მოხდებოდა შემდეგ, შევავსეთ გმირის რუკა, ბოლოს, გაიმართა დისკუსია თემაზე - „რა არის მთავარი, რომ იყო კარგი ადამიანი“- გვიყვება პედაგოგი და დასძენს, რომ  საჯარო კითხვამ მოსწავლეთა და მშობელთა დიდი მოწონება გამოიწვია.​

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება