სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოუთმენლად ველოდით მორიგი, ახალი სასწავლო რესურსის მოწოდებას“- ქვეშის საჯარო სკოლას „გამარჯობა რუბის“ წიგნები გადაეცა 
15-02-2024
-
+


ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის პროგრამირების საფუძვლებს „გამარჯობა რუბი“ წიგნებით დაეუფლებიან. 

სკოლას „გამარჯობა რუბის“ წიგნები გადაეცა. 

აღნიშნული წიგნით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს ისწავლიან. 

სკოლაში ახალი სასწავლო რესურსის მიწოდება ახარებთ და კომუნიკაციების კომისიასა და მედიააკადემიას მადლობას უხდიან.

„მოუთმენლად ველოდით მორიგი, ახალი სასწავლო რესურსის მოწოდებას. უღრმესი მადლობა კომუნიკაციების კომისიას და მედიააკადემიას. მათი დახმარებით ჩვენი სკოლა რამდენიმე წელია მონაწილეობს რესურსის - „გამარჯობა რუბი“ დანერგვის პროცესში. აღნიშნული სახელმძღვანელო გახლავთ ახალი, ინოვაციური ბეჭდური რესურსი, რომლითაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პატარები ეუფლებიან პროგრამირების საფუძვლებს. წიგნის ავტორი ფინელი პროგრამისტი, მთხრობელი და ილუსტრატორი ლინდა ლუკასია, მისი „გამარჯობა რუბი“ 40 ენაზეა თარგმნილი. საქართველოში ამ პროექტში ჩართულია სამოცამდე სკოლა, რომლებიც საინტერესო გამოცდილებას აგროვებენ და აზიარებენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში პროექტს უძღვება კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ნათია კურტანიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება