სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა Hellados-ის გმირის როლი მოირგეს და „იანგულის დღიური“ შექმნეს
16-02-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები ქართულ ლიტერატურას დიდი გატაცებით სწავლობენ. მათ მოტივაციაზე პედაგოგი ლეილა თვალაბეიშვილი ზრუნავს, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. 

ახლახან, მე-8 კლასელებმა ნოდარ დუმბაძის - Hellados შეისწავლეს, ტექსტის უკეთ გასააზრებლად კი პედაგოგმა მათ იანგულის დღიურის შექმნა დაავალა. 

პედაგოგი საინტერესო აქტივობის შესახებ თავად გვესაუბრება.  

„შენ გუშინ უბანში შემარცხვინე, ერთი დარტყმით დამსვი...

მე ამ უბნის ყოჩი ვარ და ყოჩად დავრჩები...

შენ რომ ჩემზე დიდი იყო, დაგანებებდი, მაგრამ შენ ჩემზე ერთი წლით პატარა ხარ, ამიტომ ვერ დაგანებებ თავს, უბანში ორი ყოჩი არ შეიძლება, ან შენ უნდა იყო, ან მე...

ამ სიტყვებზე დაყრდნობით, ვთხოვე ჩემს მოსწავლეებს იანგულის გულწრფელი განცდები, ფიქრები გადმოეცათ დღიურის სახით. როგორც ანა ფრანკი ამბობს: „ქაღალდი ადამიანზე ამტანია“. „იმედი მაქვს, შემიძლია განდო შენ ყველაფერი, განდო ისე, როგორც აქამდე არავის მივნდობივარ, იმედი მაქვს, შენ იქნები დიდი ნუგეში ჩემი“, - ანა ფრანკი.

ასე ვანდე ჩემს საოცარ ბავშვებს იანგულის დღიურის შექმნა, იმ გულწრფელი ფიქრებისა და განცდების შესახებ რომელზეც ნოდარ დუმბაძე ტექსტში ღიად არ გვესაუბრება, რადგან მკითხველს, თითოეულ ჩვენგანს მოგვანდო იანგული ....

ჩემი მე-8 კლასელები ამ საოცარ პერსონაჟად იქცნენ, მოირგეს მთავარი როლი და გულწრფელი ემოციები, ფიქრები პერსონაჟის დამახასიათებელი მანერით გადმოსცეს. ასე შევქმენით „იანგულის დღიური“. საინტერესო აღმოჩნდა თითოეულის თვალით დანახული სოხუმელი ბერძენის ხრისტო ალექსანდრიდის შვილის განცდები“,- გვიყვება პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება