სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-6 კლასში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს კლასის საათი მიეძღვნა
14-02-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის Vlბ კლასში გაიმართა საინტერესო კლასის საათი თემაზე - „დავით IV აღმაშენებელი“ და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ კლასის საათი 8 თებერვალს მოეწყო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხელმძღვანელის - დარეჯან ნემსაძის შესავალი სიტყვის შემდეგ, მოსწავლეების წინაშე საინტერესო პრეზენტაციით წარსდგა VIბ კლასის ისტორიის მასწავლებელი ლალი რობაქიძე.

პედაგოგმა ბავშვებს მეფე დავითის ცხოვრების საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპები გააცნო, მათ ესაუბრა დავითის მიერ გატარებულ რეფორმებზე, დიდგორის ბრძოლასა და მის მნიშვნელობაზე, სახელოვანი მეფის დამსახურებაზე სამშობლოს წინაშე.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციაში აქტიურად მონაწილეობდა კლასის ხელმძღვანელი დარეჯან ნემსაძეც, მან პარალელი გაავლო სხვა დიდი მეფეების მოღვაწეობასთან. 

მოსწავლეებმა კი, წარმოადგინეს მეფე დავითისადმი მიძღვნილი ნამუშევრები. კლასის საათის მსვლელობისას დასმულ კითხვებზე მოსწავლეები ამომწურავ პასუხებს იღებდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული კლასის საათი იყო საინტერესო, შემეცნებითი, სანახაობრივად და შინაარსობრივად დატვირთული.

კლასის ხელმძღვანელმა დარეჯან ნემსაძემ და მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მოწვეულ პედაგოგს ლალი რობაქიძეს თანამშრომლობისა და საინტერესო პრეზენტაციისათვის. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება