სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თიანეთის N1 საჯარო სკოლა კომპიუტერული მეცნიერებების მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებას შეუერთდა
14-02-2024
-
+


მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლა შეუერთდა გლობალურ ღონისძიებას, სახელწოდებით -  „კოდის ერთი საათი“ (Hour Of Code). 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერებების ერთ-ერთი უძლიერესი ქალი მეცნიერის, პროგრამისტის, მათემატიკოსის - გრეის ჰოფერის დაბადების თარიღს და ტარდება კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ამ ღონისძიების მიზანია კოდინგის / პროგრამირების პოპულარიზაცია, ინოვაციური, ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების ხელშეწყობა.

სკოლა აქტიურად ჩაერთო ამ ღონისძიებაში. არაერთი საათის განმავლობაში II, III, IV, Vდა VI კლასის მოსწავლეები დიდი ხალისით და მონდომებით ასრულებდნენ საინტერესო აქტივობებს შესაბამის პლატფორმებზე. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, უამრავ სკოლასთან ერთად, თიანეთის N1 საჯარო სკოლაც მონიშნულია მსოფლიო რუკაზე.

მოსწავლეებმა, ტექნოლოგიების პედაგოგის ნანა ცოცხალაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს HOUROFCODE 2023 - ის ოლიმპიადაში და ფინალშიც იასპარეზეს.

ეს მოსწავლეები არიან - ნოდარ არჩემაშვილი (VIII კლასი), ნიკა ხოსიაური (VI კლასი), ნიკა გორგიაშვილი (V კლასი), გიორგი არჩემაშვილი (V კლასი) და კატო დულუზაური (IV კლასი). ხოლო ოლიმპიადის ფინალისტები გახდნენ ნიკა გორგიაშვილი, ნიკა ხოსიაური და ნოდარ არჩემაშვილი. 

სკოლაში მადლობას უხდიან სკოლის დირექტორს, მშობლებს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ასევე ოლიმპიადის ორგანიზატორს - დავით ნოზაძეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება