სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მეფეთ-მეფე დავითი“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-8 კლასელთა საინტერესო კლასის საათი
14-02-2024
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მე-8 კლასში, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა კლასის საათი თემაზე - „მეფეთ-მეფე დავითი“ .

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან სვანიძე ბავშვებს ესაუბრა დავით აღმაშენებლის მეფობის ეპოქაზე და მის გატარებულ რეფორმებზე, უჩვენა რეჟისორების: მალხაზ გულაშვილისა და ნიკა თოხაძის გადაღებული დოკუმენტური ფილმი.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი აღნიშნულ აქტივობაში. მათ გააანალიზეს ნაჩვენები ფილმი და იმსჯელეს დავით მეფის გატარებული რეფორმების შედეგებზე. 

ამ დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა ასევე მე-9 კლასში. მე-9 კლასელებმა ისტორიის გაკვეთილზე ისაუბრეს დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

„მასწავლებელმა მაია ქობულიამ მოსწავლეებს გააცნო სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა მეფის შესახებ და წიგნიდან „ქართლის ცხოვრების ქრონიკები“, წაიკითხა ნაწყვეტი ისტორიული თხზულების, რომელიც დაწერა დავითის ისტორიკოსმა დიდ მეფეზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დავით აღმაშენებლის ხსოვნას მიეძღვნა ასევე საქართველოს ისტორიის გაკვეთილი მე-10 კლასში, რომლის პედაგოგი მარინა თუთბერიძე გახლავთ.

მოსწავლეებმა: ნიკა ტალიაშვილმა, ლიზი კეთილაძემ, ლილე ჩხაბერიძემ, ლიზი დემჩენკომ და შოთა ჩიხლაძემ კლასში საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. მათ ისაუბრეს დავით აღმაშენებლის პიროვნებაზე, მის განხორციელებულ რეფორმებზე, ბრძოლებსა და დავითის როლზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების საკითხში.

„აღსანიშნავია, რომ ნინი ჯამბურიძემ შექმნა დავითის პორტრეტი. ბოლოს მოსწავლეებმა ნახეს მხატვრული ეფექტებით გაფორმებული დოკუმენტური ფილმი დავით აღმაშენებელზე“, - ამბობენ სკოლაში.

აღნიშნული კლასების გარდა, ასევე, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე წიგნის საჯარო კითხვით აღნიშნეს მე-11 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე.

მათ წაიკითხეს ქართლის ცხოვრება, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის - „ცხოვრება მეფეთ მეფე დავითისა“.

დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 8 თებერვალს აღნიშნავს. დავით IV აღმაშენებელი 1125 წლის 24 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) გარდაიცვალა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება