| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით შეუერთდნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო აქტივობა განხორციელდა. X კლასის მოსწავლეებმა, უმცროსკლასელებს მათთვის საინტერესო ნაწარმოებები წაუკითხეს, შემდგომ კი მათ შესახებ საინტერესოდ იმსჯელეს.
ბავშვებმა წაკითხულის შესახებ თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს და აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წიგნის კითხვა ადამიანებისთვის.
„კარგი წიგნი - ეს არის საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ავტორმა უანდერძა კაცობრიობას“ - ეს სიტყვები წინ უძღვოდა აღნიშნულ აქტივობას.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა