სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მდგრადი განვითარების მიზნების მდგრადობისათვის“  - წყალტუბოს N1 სკოლაში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეს კონფერენცია მიეძღვნა
14-02-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და თარიღი აქტიურად აღინიშნება. 

ამჯერად, სკოლაში, მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „მდგრადი განვითარების მიზნების მდგრადობისათვის“ გაიმართა. 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციის თითოეულმა მონაწილემ უმაღლეს აკადემიურ დონეზე გააკეთა პრეზენტაცია, რომელიც ინოვაციური მიდგომებითა და კრეატიულობით გამოირჩეოდა.

„თითოეულ გამომსვლელს ჰქონდა სწორი ხედვა და ნაფიქრი პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების შესახებ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კონფერენციაზე პრეზენტაცია გააკეთა ქვიტირის საჯარო სკოლის მოსწავლემ - გიორგი ჩიტეიშვილმა (თემის ხელმძღვანელი მზია კუბეცია).

როგორც გვიყვებიან, თემის ხელმძღვანელებისა და დარგის სპეციალისტთა (ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი ფიქრია ჯინჯიხაძე) პრეზენტაციების დასაბუთებული უკუკავშირი საინტერესო იყო.

კონფერენცის არაერთი საპატიო სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყო კახაბერ ჩაკვეტაძე, რომლიც სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობას უხდის კონფერენციის იდეის ავტორს,  სკოლის დირექტორს ფაქიზო ფანჩულიძეს და პედაგოგებს.

„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო კონფერენციის იდეის ავტორს, სკოლის დირექტორს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, მენტორ მასწავლებელს, გამორჩეულ ლიდერს ქალბატონ ფაქიზო ფანჩულიძეს, კონფერენციის ორგანიზატორებს, მენტორ მასწავლებელს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორს, ასოცირებულ პროფესორს ქალბატონ მზია კუბეციას და მენტორ მასწავლებელს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ასოცირებულ პროფესორს ქალბატონ ნატალია მანდარიას, რათა საშუალება მომცეს სტუმრის რანგში დავსწრებოდი ამ არაჩვეულებრივ, შედეგზე ორიენტირებულ კონფერენციას. წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც ყველაფერი კეთდება მდგრადი განვითარების N4 მიზნის განსახორციელებლად "ხარისხიანი განათლება“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

შეასრულეს თუ არა მოსწავლეებმა დავალებები ელექტრონულ ჟურნალში აისახება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება