| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აქტიურად შეუერთდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-2 კლასელები ქუთაისის მერვე საქალაქო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, სადაც როგორც გვიყვებიან მოსწავლეებს საოცრად მშვიდი და სასიამოვნო გარემო დახვდათ.
მოსწავლეებმა საყვარელი წიგნებიდან ამონარიდები, გამოჩენილი ადამიანების გამონათქვამები წაიკითხეს. ბავშვები ასევე, გაეცნენ ბიბლიოთეკის ისტორიას, ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში.
სკოლაში ქუთაისის მერვე საქალაქო ბიბლიოთეკას გულითადი მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლის დირექტორი ნათელა ნერსესიანი, რომელიც ახალგაზრდების დიდი მხარდამჭრი და გულშემატკივარია