| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას სიურპრიზებითა და ლიტერატურული აქტივობებით შეუერთდა.
წიგნიერების დღესასწაული პედაგოგმა ირმა კაკაურიძის პირველკლასელებთან ერთად აღინიშნა.
მოსწავლეებისთვის მოულოდნელი იყო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის - სოფო გორგოძის სტუმრობა, რომელმაც ბავშვებს „დიდი წიგნები“ გააცნო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველკლასელებმა, რომლებმაც ახლახანს დაასრულეს ანბანის სწავლა, ხალისით წაიკითხეს პატარა საკითხავებიც.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის, ყველაზე დიდი სიურპრიზი საბავშვო მწერალ ქეთი კვიტატიანთან შეხვედრა აღმოჩნდა.
პედაგოგმა ბავშვებს მწერლის - „ამბავი თებერვალზე“ წაუკითხა. შემდეგ კი, მწერალი და ბავშვები ერთმანეთს ლექსებს უკითხავდნენ და შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ.
„7 თებერვალი ლამაზი და ბედნიერი დღე გამოდგა, როგორც პატარებისთვის, ისე უფროსებისთვისაც!“, - ასე შეაფასეს სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა