| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხონის N4 საჯარო სკოლაში, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საგანმანათლებლო ღონისძიებით აღინიშნა, რომელმაც მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
საგანმანათლებლო ღონისძიების ორგანიზატორები მეოთხე და მეექვსე კლასის დამრიგებლები: ანა მელქაძე და ლია ჯანხოთელი იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგები ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასიციაციამ სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მოსწავლეებიც დიდი ინტერესით შეუერთდნენ და გაერთიანდნენ დევიზის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“, ირგვლივ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ დღეს მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეებს მოწვეულმა სტუმრებმა, ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა, ხონის საკრებულოს წევრმა, დევნილთა საინიციატივო საბჭოს წარმომოდგენელმა, ბაჩანა ბასილაიამ და საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეექვსე საარტილეირიო ბრიგადის სერჟანტმა ამირან ბუაძემ ბავშვებს თავიანთი საყვარელი წიგნებიდან ნაწყვეტები წაუკითხეს და წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა