სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა ყოველ წელს ამაყია თავისი წარმატებული ოქროსმედალოსნებით“ - რუისის N3 სკოლის კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
14-02-2024
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლა მოსწავლეებს სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორის არიან - მარიამ სვიანაძე და ლუკა ბალიაშვილი, რომლებსაც ოქროს მედლები გადაეცათ.

წარჩინებული კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა.

ოქროსმედალოსნები ამჟამად წარმატებული სტუდენტები არიან და მათთვის სასურველ პროფესიას უმაღლეს სასწავლებლებში ეუფლებიან. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და მათ ერთგულ მხარდამჭერებად და გულშემატკივრებად რჩებიან. 

„ყოველ წელს ამაყია თავისი წარმატებული ოქროსმედალოსნებით, რომლებიც სწავლას განაგრძობენ სხვადასხვა უნივერსიტეტში და აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა პროექტებში. წარმატებული მომავალი ჩვენს მედალოსნებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება