| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა.
შესაბამისად, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დიდი ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, თხილნარის N2 საჯარო სკოლაში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ ღონისძიება დაგეგმა, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა. ღონისძიების ხელმძღვანელმა - მზია დუმბაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მოსწავლეებმა დიდებული მეფის შესახებ პრეზენტაცია მოამზადეს და ქართველი ერის წინაშე მისი ღვაწლი აღნიშნეს.
მოზარდებმა, ასევე, წაიკითხეს ლექსები და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 8 თებერვალს აღნიშნავს. დავით IV აღმაშენებელი 1125 წლის 24 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) გარდაიცვალა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა