| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლაში, დირექტორის - თამარ ნაკაშიძის ხელმძღვანელობით მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
„წიგნები აზრის ხომალდებია, ჟამთა ტალღებში რომ მიცურავენ და ზრუნვით გადასცემენ ძვირფას ტვირთს თაობიდან თაობას“, - მოჰყავს ჩვენთან საუბარში ფრენსის ბეკონის სიტყვები სკოლის დირექტორს და დასძენს, რომ ლიტერატურა სულიერების მასაზრდოებელია. მისი გავლენა ადამიანზე ძალიან დიდია.
„მან შეიძლება ადამიანი დააფიქროს ცხოვრებაზე, უფრო მეტიც, მთლიანად შეცვალოს თითოეულის ცხოვრების სინამდვილე, ის გვეხმარება, რომ იქცე უკეთეს ადამიანად, ვიდრე აქამდე იყავი, შესწევს უნარი შენი სულიერი ზრდა გამოიწვიოს და სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნასა და მის დამკვიდრებაში დაგეხმაროს.
ლიტერატურა სიმშვიდეა. ადამიანს, რომელიც განიცდის წიგნის პერსონაჟის ცხოვრებას, ვერაფერი ცხოვრებისეული ვეღარ გააკვირვებს, ვეღარ აცდუნებს. ასეთი ადამიანები უდაოდ აღმოაჩენენ, რომ სიცოცხლე მშვენიერი რამ არის, მაშინაც კი როცა თუნდაც ამისთვის „კომუნალური პირობებიც“ კი არ გააჩნია, მთავარია, გაგაჩნდეს წიგნის კითხვის საჭირო პირობები“,- აღნიშნავს თამარ ნაკაშიძე, რომელმაც მოსწავლეებს მეტად საინტერესო აქტივობა შესთავაზა.
დირექტორის გამოწვევა იყო მოსწავლეებს წაეკითხათ ლინდა მალალი ჰანთის - „თევზი ხეზე“, წიგნის დასრულების შემდეგ მოეწყოთ განხილვა და კინოფილმის - „კლასის წინ“ ჩვენება. სიუჟეტი და მთავარი სათქმელი ერთი და იგივეა.
მოსწავლეები გამოწვევას ხალისითა და ინტერესით შეუერთდნენ და წიგნის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს.
დირექტორი, რომელიც მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს უნერგავს და აღნიშნული მიზნით, მათ არაერთ აქტივობას სთავაზობს, მოზარდებს ახალ გამოწვევას ჰპირდება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა