სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N2 სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე შთამბეჭდავად აღნიშნეს
14-02-2024
-
+


„დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის“- გოდერძი ჩოხელის ამ უკვდავი სიტყვებით შეუერთდნენ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას ჭიათურის N2 საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეები. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე უკვე მეშვიდედ აღინიშნა ჩვენს პლანეტაზე. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი სიხარულით ხვდებიან ამ გამორჩეულ დღესასწაულს. არც ილიას, აკაკის და ვაჟას სამშობლოა ამ მხრივ გამონაკლისი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეებმა ტოლი არ დაუდეს მკითხველებს და დიდი დღესასწაული მოაწყვეს. კლასის დამრიგებელმა, მაკა ცერცვაძემ, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები დაგეგმა. ჯერ საკლასო სივრცეში, შემდეგ კი სკოლის ბიბლიოთეკაში მე-4ა კლასის მოსწავლეებმა არაერთი მოთხრობა თუ ლექსი გააჟღერეს. ბავშვებმა  მთელი სული და გული ჩადეს ამ საქმეში. დასასრულს ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები - ეს დღე მათ არასდროს დაავიწყდებათ.

„მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ახალგაზრდებს ბიძგს მისცემს უფრო და უფრო შეიყვარონ წიგნი - „ცოდნის წყარო“ - გაითავისონ მისი მნიშვნელობა და მომავალ თაობას გადასცენ საკუთარი გამოცდილება!

„ყოველი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს“! ვულოცავთ IVა კლასის მოსწავლეებს ამ სამყაროში შემობრძანებას და ვუსურვებთ წარმატებული ნაბიჯებით აღმასვლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება