სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნის საჯაროდ კითხვის სიხარული გაუზიარეს 
14-02-2024
-
+


„ხალხის განათლება დედაბოძია, მთავარი ბურჯია ქვეყნის კეთილდღეობის, ბედნიერებისა!“- გვითხრა იაკობ გოგებაშვილმა! - სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო 2 თებერვალს - წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს, გაკვეთილი IIIბ კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნინო ხვედელიძემ.

პედაგოგმა მოსწავლეებს განუმარტა, თუ რასთან დაკავშირებით აპირებდა საკლასო სივრცეში გამორჩეული და განსაკუთრებული დღის მოწყობას.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში დიდი სიხარულით აღინიშნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, IIIბ კლასის მოსწავლეებმა საკლასო სივრცეში სხვადასხვა საინტერესო მოთხრობა თუ ლექსი წაიკითხეს.

მოეწყო შეჯიბრი კითხვაში, გაიმართა მსჯელობა წაკითხული ნაწარმოებების ირგვლივ. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული და დიდი ენთუზიაზმით ცდილობდნენ საკუთარი აზრების დაფიქსირებას.

„კითხვა ის შესაძლებლობაა, რომლის საშუალებითაც უნებლიედ, ხშირად გაუაზრებლად, სხვის ტყავში, სხვის ხმასა და სულში აღმოვჩნდებით ხოლმე!“ სწორედ ამის გააზრებასა და გონებაში ჩაბეჭდვას ემსახურება ეს დღესასწაული!“,- გვეუბნება მოსწავლეთა პედაგოგი. 

მასწავლებელმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ მიულოცა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, წიგნების სამყაროში მყარად დგომა ურჩია, მომავალში კი ცოდნით შეიარაღებულებს წინსვლა უსურვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება