| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე სკოლაში არაერთი აქტივობით აღინიშნა.
წიგნიერების დღესასწაულს თბილისის N14 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაც შეუერთდა. გაიმართა სახალისო აქტივობა - „ჩემი პირველი წიგნი“. მოსწავლეებმა ხალისით აიტაცეს ინიციტივა. ამასთან, ღონისძიებას შეუერთდნენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ უფროსებიც.
მკითხველებმა გაიხსენეს წიგნი, რომელიც პირველად წაიკითხეს და წიგნის სათაური „სტიკერებზე“ დაწერეს. მოკლე შინაარსის მოყოლის შემდეგ კი ბანერზე გააკრეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანია წიგნის კითხვის პროპაგანდა და წიგნიერების დონის ამაღლება საზოგადოებაში.
პროექტს ბიბლიოთეკარი ეკატერინე სურგულაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა