სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N14 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
14-02-2024
-
+


თბილისის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ და გახდნენ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. 

მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ერთმანეთს წაუკითხეს მათთვის საინტერესო მოთხრობები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, წიგნების წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა მოთხრობების შინაარსიდან გამომდინარე დასვეს საინტერესო კითხვები, იმუშავეს ჯგუფურად და შექმნეს ყველაზე სახასიათო მოთხრობის ილუსტრირებული პლაკატი.

სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა და შეცვალე მსოფლიო!“ ფარგლებში, მეორეკლასელებს პედაგოგ ლელა გლოველის ინიციატივით,​ უფროსკლასელებიც ​ესტუმრნენ და პატარებს წაუკითხეს მათი ასაკისათვის შესაფერისი მოთხრობები.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მეორე2 კლასის მოსწავლეები, ასევე, ჩაერთნენ სკოლის ბიბლიოთეკის ორგანიზებულ აქტივობაში - „ჩემი პირველი წიგნი“. მოსწავლეებმა გაიხსენეს მათ მიერ წაკითხული პირველი წიგნი და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

მეორეკლასელთა დამრიგებელი ქრისტინე კამლაძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა წიგნიერების დონია ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება