სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - თბილისის N61 საჯარო სკოლა მოსწავლეთა წიგნიერების სადარაჯოზე 
13-02-2024
-
+


თბილისის N61 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის პედაგოგების: ფიქრია კუჭუაშვილისა და ნანა აბულაძის თანამშრომლობით მე-3ბ და მე-7ვ კლასებში განხორციელდა აქტივობა - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“

უფროსკლასელმა მოსწავლეებმა, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, მე-3 კლასელთათვის შეარჩიეს საბავშვო მოთხრობები და თავად წაუკითხეს ბავშვებს.

საჯაროდ კითხვის დასკვნით ეტაპზე გაიმართა დისკუსია, სადაც დაისვა კითხვები. მოსწავლეებმა ერთამენთს გაუზიარეს მოსაზრები წაკითხულის შესახებ, რამაც დიდი მოტივაცია მისცა როგორც უმცროს, ასევე უფროსკლასელებს.

როგორც სკოლაში ამბობენ, ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავსი აქტივობა მომავალშიც გაგრძელდეს.

„აღნიშნულმა ღონისძიებამ ბავშვებს ინტერესი გაუღვიძა წიგნის კითხვის მიმართ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება