სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მეფე აღმაშენებელი“ - საინტერესო ღონისძიება გეზათის საჯარო სკოლაში 
13-02-2024
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებლის - მაია ხომერიკის ხელმძღვანელობით, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, პროექტი „მეფე აღმაშენებელი“ განხორციელდა. პროექტში  VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები (დამრიგებლები ქეთევან ვეკუა, იზაბელა გაბუნია) და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები (თავმჯდომარე - ქრისტინე პაპავა) აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

პროექტის ფარგლებში, სკოლის დერეფანში მოეწყო დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ლიტერატურის გამოფენა (ბიბლიოთეკარი - ირმა ჯიბლაძე). მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები დავით აღმაშენებლის, როგორც პიროვნების, მეფის, რეფორმატორისა  და პოლიტიკოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ასევე გელათის აკადემიის როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მნიშვნელობაზე.  

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საქართველოს გაერთიანების საქმეში, ხაზი გაუსვეს დავით აღმაშენებლის ღვაწლს, წაიკითხეს ლექსები.

„მათ როლური თამაშის მეშვეობით გააცოცხლეს დავით აღმაშენებლის ეპოქა, კერძოდ რუის უბნის საეკლესიო კრება“, - ამბობს მასწავლებელი ქეთევან ვეკუა.

როგორც პედაგოგი გვიყვება, მოსწავლეებმა კლასში წარადგინეს სცენარი რუის-ურბნისის საეკლესიო კრებიდან. მათ ასევე დავით აღმაშენებლის პერიოდის საქართველოს რუკის პრეზენტაცია გააკეთეს.

„მოსწავლეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მეფის წიგნისადმი დამოკიდებულებაზე“, - აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ვეკუა.

მათ ასევე გამოუშვეს კედლის გაზეთი „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“.

ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება