სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
13-02-2024
-
+


დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ.

8 თებერვალს საგანმანათლებლო თიანეთის რესურსცენტრის უფროსმა - ირაკლი ზვიადაურმა, თიანეთის მერმა - ლევან წიკლაურმა და გუბერნატორის მოადგილემ - გოჩა ქავთარაძემ, საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვეს რაიონის წარჩინებული მოსწავლეები.

7 ოქროს და 2 ვერცხლისმედალოსანთა შორის სამი ოქროს მედალი დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: დაჩი ზვიადაურმა, პეტრე ბაგაშვილმა და სალომე ჭურჭელაურმა მიიღეს.

მათ ასევე გადაეცათ ფულადი ჯილდო 1000-1000 ლარი.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ ყველას, განსაკუთრებით კი ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მათ აღმზრდელ მასწავლებლებსა და მშობლებს  ამ დიდ წარმატებას და კიდევ უამრავი მწვერვალის დაპყრობას ვუსურვებთ მშობლიური სკოლისა და რაიონის სასიკეთოდ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება