სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოდბისხევის საჯარო სკოლაში ღონისძიება სამ უცხოურ ენაზე გაიმართა 
13-02-2024
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლაში უცხოური ენების კათედრამ ჩაატარა ღონისძიება სამ უცხოურ ენაზე (რუსული, გერმანული და ინგლისური), რომლის თემა იყო: „შობა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით არსებული ადათები და ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში“. 

ღონისძიებაში სკოლის V-VIII- XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც საინტერესოდ გადმოსცეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოძიებული ინფორმაციები და ისტორიები.

მათ უცხოური ენების ცოდნა წარმოაჩინეს და ასევე თემასთან დაკავშირებით ცოდნა აიმაღლეს.

ღონისძიების ბოლო ნაწილში მოსწავლეებმა საშობაო სიმღერები რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე შეასრულეს.

აღნიშნულ ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ რუსული ენის მასწავლებელი - მაია ალხანაშვილი, გერმანული ენის მასწავლებელი ლელა საჯაია და ინგლისური ენის პედაგოგი დალი მოლაშვილი.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ცოდნის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება