სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბუნებისმეტყველო საგნებში შეძენილი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს
13-02-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.

ახლახან, საბუნებისმეტყველო საგნების კათედრის მასწავლებლებმა ბავშვებს საინტერესო აქტივობა შესთავაზეს. მე-7, მე-11 კლასების ჩათვლით მოსწავლეებმა შეისწავლეს სასწავლო საკითხები სხვადასხვა საგანში და პრაქტიკული დავალებები მშობლების დახმარებით აქტიურად განახორციელეს. მათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში შესანიშნავად გამოიყენეს.

დავალებები მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:

  • ბიოლოგია – საფუარი სოკოები (პურის გამოცხობის მაგალითზე);
  • ფიზიკა – სითბური მოვლენები, დენი, ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა (ღომის მომზადება);
  • ქიმია – ფერმენტები, ქიმიური რეაქცია და მასზე მოქმედი ფაქტორები (ყველის მომზადება).

მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეული ნაბიჯს შესაბამისი სტატუსი (ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური მოვლენა) მიანიჭეს და მოამზადეს თვალსაჩინო პოსტერები.

აქტივობა შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი გამოვიდა.

აღნიშნულ აქტივობებს ხელმძღვანელობნდნენ მასწავლებლები: ანნა წულაია(ბიოლოგია), მამისა ფიფია(ფიზიკა), მაია გიორგაძე(ქიმია).

სკოლაში თითოეულ მათგან მადლობას უხდიან.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკული დავალებები მოსწავლეებს თეორიული ცოდნის გამყარებაში ეხმარება, რაც აუცილებელია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება