| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებს საინტერესო და მათ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი შესთავაზონ.
ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალებისთვის საინტერესო თემა - „რომ არა ექვთიმე...“, მოამზადეს.
მოსწავლეებმა, კომპლექსურ დავალებაზე საგან - „მე და საზოგადოების“ შესწავლისას იმუშავეს. საგაკვეთილო თემას წარმოადგენდა საქართველოს განძი და მისი მცველები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის სამიზნე ცნება - ცვლილება, ხოლო ქვეცნება - „სიძველეები ჩვენს გარშემო“, იყო.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილის მიზანი: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, მასზე ზრუნვა და დაცვა, იყო. რაც შეეხება, გრძელვადიან სასწავლო მიზანს - სასკოლო საზოგადოებისთვის სიძველეების მნიშვნელობის გაცნობა და ცნობილ ადამიანებთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიების მოყოლა წარმოადგენდა.
მოსწავლეებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ვიდეოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა