სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წიგნები არ ბერდებიან?!“ - ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
12-02-2024
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი გამორჩეული ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

IIა კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელთან, ელისო აბესაძესთან ერთად რამდენიმე თვის წინ პროექტის - „წიგნები არ ბერდებიან?!“ განხორციელება დაიწყეს. ის მთელი სემესტრის განმავლობაში, ეტაპობრივად მიმდინარეობდა და მოსწავლეები არაერთ მნიშვნელოვან საკითხს გაეცნენ. 

პროექტის ფარგლებში, კლასში წიგნის პოპულარიზაციისა და აქტუალობისათვის, პედაგოგმა ელისო აბესაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინტერვენცია დაგეგმა. 

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეები სასკოლო და საჯარო ბიბლიოთეკებს ესტუმრნენ, ჩაატარეს არაერთი შეხვედრა, დააწესეს ოჯახში კითხვის საათი, შექმნეს პატარა და დიდი წიგნები. შეიმუშავეს კრიტერიუმები რას ნიშნავს „კარგი მკითხველი?“, შექმნეს მკითხველის ბანერი. აღნიშნული პროექტი ძალიან საინტერესო იყო, ის დიდი წარმატებით, საზეიმო ვითარებაში, დასრულდა. 

პროექტის პრეზენტაციის ბოლოს, მოსწავლეებს სერტიფიკატები და ვასილ გულეურის წიგნები „თოვლის გუნდას ამბები“ გადაეცათ. 

„თანამედროვე სამყაროში ადამიანები ვირტუალურ კომუნიკაციას და ციფრულ ტექნოლოგიებს თავისუფალი დროის დიდ ნაწილს უთმობენ. ამიტომაც, მოზარდებში მწვავედ დგას წიგნის კითხვისა და წიგნიერების პრობლემა. აღნიშნულ საკითხს
მიეძღვნა პროექტი „წიგნები არ ბერდებიან?!“. 
პედაგოგის სწორად დაგეგმილი აქტივობებითა და ინსტრუქციით, კიდევ ერთხელ ჩაერთნენ მშობლები საკლასო აქტივობაში. მოსწავლეებთან ერთად, შექმნეს ხუთსტრიქონიანი ლექსები „წიგნზე“ „ცოდნასა“ და „სწავლაზე“. 
პროექტით წარმოდგენილი საკითხი აქტუალურია და საჭირო. აქტივობები „წიგნის სურნელივით“ გაჰყვება სასწავლო პროცესს. მსგავსი თემატიკის პროექტები და აქტივობები კი გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, გააუმჯობესებს კითხვის ტექნიკას, წიგნიერების ხარისხს. რაც მთვარია ბავშვებს შეაყვარებს კითხვას და ზოგადად წიგნს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება