| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამიტომ, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, თავიანთ ხელმძღვანელთან - ნინო თავბერიძესთან ერთად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
წიგნის კითხვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მესამეკლასელები სლოგანით - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო“ სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა აირჩიეს საყვარელი მწერლების ნაწარმოებები, წაიკითხეს სასურველი ეპიზოდები.
„მათ განიცადეს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და მოუწოდეს თავიანთ თანატოლებს მხატვრული ლიტერატურის კითხვისკენ“, - გვიყვებიან სკოლაში.
აქტივობაში ბავშვები დიდი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
„ეს დღე ძალიან დასამახსოვრებელი და ემოციური იყო პატარებისათვის, რისთვისაც მადლობა ნინო მასწავლებელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა