| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახმეტის N1 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, საყვარელი წიგნები წაიკითხეს, პერსონაჟების შესახებ იმსჯელეს და ცოდნა აიმაღლეს.
სკოლის წიგნიერთა კლუბის წევრებმა სასკოლო საზოგადოებას მოუწოდეს, რომ წიგნიერების პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ამ ინიციატივას მოსწავლეები დიდი სიამოვნებით შეუერთდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა