| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლაში, მოსწავლე-მასწავლებლებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, ბევრი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
მე-9გ კლასის მოხალისე მოსწავლეები, რომელთა დამრიგებელი ეკა უჩანეიშვილია დიდი სიხარულით და მონდომებით შეუერთდნენ წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულს და თანაკლასელებს გაუზიარეს საკუთარი დამოკიდებულება წიგნის კითხვის კვირეულთან დაკავშირებით. ბავშვებმა ისაუბრეს მათთვის საყვარელი ავტორებისა და წიგნების შესახებ და თანატოლებს მოუწოდეს - „წაიკითხე და გაგვიზიარე“ .
აღნიშნულ დღეს, მათ ასევე გაიხსენეს ებრაული სიბრძნე - „წიგნი ის მეგობარია, რომელიც არასდროს გიღალატებს!“
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო „მარათონს“ მაია მასწავლებელი თავის პატარა მე-2 კლასელ მეგობრებთან ერთად ინტერესითა და სიამოვნებით შეუერთდა“, - ამბობენ სკოლაში.
ბავშვებმა სიხარულით წარადგინეს საყვარელი ავტორები და მათი ნაწარმოებები.
საკლასო სივრცეში კი წიგნის მხატვრულად წამკითხველის როლი შესანიშნავად მოირგეს სტუმრად მობრძანებულმა მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, როგორც გვიყვებიან, საყვარელ ნესტან მასწავლებელთან ერთად.
ბავშვებისთვის ეს იყო ძალზედ სასიამოვნო სიურპრიზი - უფროსკლასელები, რომელთა დამრიგებელი მაია ნარინდოშვილი, ამჯერად მასწავლებლის ამპლუაში წარდგნენ.
მე-8დ კლასის მოსწავლეები, რომელთა დამრიგებელი მანანა ზირაქაშვილი კი ესტუმრნენ პედაგოგ გულთამზე ბულისკერიას სადამრიგებლო, მე-4 დ კლასს.
„მე-8 კლასელებმა პატარებს წაუკითხეს სხვადასხვა ჟანრის წიგნები, ასევე მეოთხეკლასელებმა წაიკითხეს იგავ-არაკები და ზღაპრები,საინტერესო და სასიამოვნო დღე იყო ყველასთვის, ბოლოს კი იმსჯერეს და შეჯამეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა