| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება.
ამჯერად, მოსწავლეებს ქუთაისის „სულაკაურის წიგნის მაღაზიაში“ უმასპინძლეს, სადაც 7 თებერვალს ლიტერატურული კლუბის - „ბაბილო“ მოსწავლეები შეხვდნენ მწერალ ირაკლი მაჩიტაძეს.
როგორც პედაგოგი ნანა კაჩმაზოვა გვიყვება, ბატონმა ირაკლიმ იქ მყოფ საზოგადოებას წარუდგინა პოლონელი მწერალი სტანისლავ ლემი, რომლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ამომწურავად ისაუბრა. განსაკუთრებით გამოყო მისი ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოები „სოლარისი“, რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი.
პრეზენტაციის შემდეგ მწერალმა მსმენელთა კითხვებს უპასუხა. მოსწავლეებმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს საკითხის ირგვლივ და გამოთქვეს სურვილი, თავადაც წაიკითხონ და გაეცნონ ლემის შემოქმედებას.
„საბოლოოდ, შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. მადლობა ჩვენს მასპინძლებს“,- აღნიშავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა