| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - ია ბერაიამ, თამარ წურწუმიამ, ბელა გურიელმა, კესო ქობალიამ, სკოლის ბიბლიოთეკის გამგე თეა სამუშიამ, ხელოვნების მასწავლებელმა - ნანა სირაძემ მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს.
ისინი მოსწავლეებს მოსწავლეებს სასურველი და საინტერესო წიგნების შერჩევაში დაეხმარნენ. ბავშვებმა წაიკითხეს მათთვის გამორჩეული ეპიზოდები, უყურეს შესაბამის ანიმაციებს, შექმნეს ჩანახატები, დახატეს თავიანთი საყვარელი პერსონაჟები, გამართეს დისკუსია წიგნის როლსა და მნიშვნელობაზე.
სკოლის დირექტორმა მარინე ცარციძემ მადლობა გადაუხადა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიებების განხორციელებისათვის და შეჰპირდა მათ, რომ სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლება და თანამედროვე მხატვრული ლიტერატურით ბიბლიოთეკის მომარაგება სკოლის პრიორიტეტი იქნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა