| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. წიგნიერების დღესასწაულს მანდაეთის საჯარო სკოლის საყვარელი ბავშვებიც შეუერთდნენ და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში მათაც შეიტანეს წვლილი.
„ბავშვებმა სხვადასხვა წიგნებიდან წაიკითხეს შერჩეული მონაკვეთები, როგორც მშობლიურ ენაზე, ასევე ინგლისური და რუსული ნაწარმოებებიდან (ამით ძალიან გაგვახარეს). ყურადღებით უსმენდნენ წაკითხულ მოთხრობებს და ხალისით პასუხობდნენ დასმულ კითხვებს. იმედია ეს დღე მათ მეხსიერებაში სასიამოვნოდ დარჩება. შეიყვარეთ წიგნი!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა