| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ინიციატივითა და ორგანიზებით ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ეტაპი მოეწყო.
ღონისძება ინფორმაციული, შემოქმედებითი და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეებმა დიდი მონდომებით წარადგინეს პრეზენტაცია საზოგადო მოღვაწის შემოქმედების შესახებ, ისაუბრეს პოეტის ღვაწლსა და ქართულ ლიტერატურაში მის როლზე.
„საქართველო - „გენიოსთა და გმირთა ქვეყანაა“, მართლაც, რამდენი მსოფლიო დონის საზოგადო მოღვაწე, პოეტი თუ მწერალი აღუზრდია ჩვენს პატარა სამშობლოს. მათ შორის საპატიო ადგილი უჭირავს რომანტიკოსს და გენიოსს ნიკოლოზ ბარათაშვილს.
მისი ბიოგრაფიის დეტალები ყველასთვის ცნობილია და ვიცით, რომ სწორედ რთულმა ცხოვრებამ აქცია ის ტატოდ. ტატო ძალიან ახალგაზრდა, 27 წლისა, გარდაიცვალა. თუმცა მაინც მოახერხა პოეზიაში თავისი სიტყვის თქმა“,- ამ სიტყვით, სკოლაში, კიდევ ერთხელ გააცოცხლეს დიდი ადამიანის პორტრეტი და მისი შემოქმედებისადმი პატივისცემა გამოხატეს.
დღე ემოციებით დატვირთული, საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა