| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N74 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სასკოლო დღეები გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება.
ახლახან, მე-9ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე მოეწყო, საკლასო აქტივობა - „ექვთიმე თაყაიშვილის მემორიალური დაფის გახსნა“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ფილმის - „ექვთიმე ღვთისკაცი“ რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე და მსახიობი ბაჩო შარიქაძე.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები „ექვთიმე ღვთისკაცის“ ღვაწლის შესახებ.
„ღონისძიებამ კიდევ ერთხელ შეახსენა მათ თუ „ვისი გორისანი არიან“, რა პასუხისმგებლობაა იყო ექვთიმე თაყაიშვილის თანამემამულე და რომ ვიდრე ექვთიმეს ხსოვნას პატივს მივაგებთ ჩვენს ერს გადაშენება არ უწერია“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა