| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლის I-III კლასების მოსწავლეები, პედაგოგ მარიკა ფიცხელაურთან ერთად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აქტიურდ შეუერთდნენ. მათ ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე - თუ რას აძლევს ადამიანს მხატვრული ლიტერატურა.
დღე იყო მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული.
ბავშვები აღნიშნულ დღეს კითხულობდნენ მათი საყვარელი ავტორის წიგნებს, ინიშნავდნენ ინფორმაციებს, უცხო სიტყვებს და აკეთებდნენ ჩანახატებს.
„სკოლაში ასევე მოვიწვიეთ სტუმარი, ისტორიის მასწავლებელი ბატონი დავით არაბული. მას ვთხოვეთ წაეკითხა საქართველოს ისტორიიდან მოცემული წიგნები კერძოდ ისტორიული მოთხრობები. შემდეგ კი დავუსვით კითხვები საქართველოს წარსულზე“, - გვიყვებიან სკოლაში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა