| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზე დადებითად აისახება.
მათ შორის, II სემესტრის დასაწყისში საინტერესო აქტივობა განხორციელდა სკოლის V კლასში.
მოსწავლეებმა საგანის - „ჩვენი საქართველო“ შესწავლისას, მასწავლებელ ზაზა კიწმარეიშვილის ხელმძღვანელობით, მოაწყვეს „ეთნოგრაფიული ნივთების“ გამოფენა.
მათ შეაგროვეს სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთები, გამოფინეს ისტორიის კაბინეტში და თვითონვე მოირგეს ექსკურსიამძღოლის როლი.
წარმოდგენილი იყო საკმაო რაოდენობის ძველი ნივთი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა იცოდნენ თითოეული ნივთის დანიშნულება და მნიშვნელობა. დამთვალიერებელთა შორის იყვნენ სკოლის პედაგოგები, ასევე სხვა კლასების მოწაფეები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევარი და აღფრთოვანება გამოხატეს ნანახის მიმართ.
„აქტივობის განხორციელებით მოსწავლეებს გაუჩნდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და სიძველეებისადმი პატივისცემის განცდა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა