| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქორეოგრაფიული ანსამბლის „ფშაველი“ აქტიური წევრები არიან, დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან ქართულ ხალხურ ცეკვებს, ქორეოგრაფიის ისტორიასა და ფოლკლორულ ტრადიციებს, შესაბამისად მათ სახელზე არაერთი წარმატებაა.
ანსამბლი ახლახან ქორეოგრაფიულ ფესტივალზე - „ვიცეკვოთ ქართულად“ წარმატებით წარდგა.
„სკოლა ულოცავს ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ფშაველს“ ქორეოგრაფიულ ფესტივალში მონაწილეობას და მიღწეულ წარმატებას, წარმატებები ბავშვებს და ქორეოგრაფს ქართული ქორეოგრაფიის განვითარების საქმეში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ანსამბლი „ფშაველი“ დაკომპლექტებულია სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლეებით. ანსამბლს წარმატებით ხელმძღვანელობს ქორეოგრაფი ცისანა ქოთილაიძე-ბაღათრიშვილი.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა