| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივ დისციპლინებს, არამედ ემპათიას, ჰუმანურობას და სიკეთის კეთებას ასწავლიან.
სკოლაში უკვე ტრადიციად იქცა საახალწლო ქველმოქმედება. სკოლაში დეკემბერში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა და საკმაოდ სოლიდური თანხაც შეგროვდა. აღნიშნული სახსრებით კი მოსწავლე-მასწავლებლები წინასაახალწლოდ დაეხმარნენ მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
„ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობის მიზანია ისეთი საზოგადოების შექმნა,სადაც არც ერთი ბავშვი არ იშიმშილებს, მაგრამ მანამდე ზრუნვა და დახმარება უნდა ვასწავლოთ მადლობა ყველას, მასწავლებლებს და მოსწავლეებს ვინც არ დაიზარა, ჩაერთო ამ აქციაში და ერთი ლარი გაიღო დასახმარებლად. მადლობა. მოსწავლეთა თვითმმართველობას - ანანო გიგაურს და სამოქალაქო კლუბს - „თანადგომა“ (თიკუნა გაგნიძე, თიკო მარგალიტაშვილი) რომელთაც ორგანიზება გაუწიეს ამ ყველაფერს. ეთო ტამოევს, რომელის მოსწავლეებმაც არ დაზოგეს დრო და ენერგია, რათა ადრესატამდე მიეტანათ ნობათი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები - ბმული 1, ბმული 2
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა