სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წიგნი თავისუფლებაა, კითხვა კი ბედნიერება“- წიგნიერების დღესასწაული წყალტუბოს N1 სკოლაში
06-02-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები წიგნიერების გლობალურ დღესასწაულს შეუერთდნენ და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს. 

„წიგნი თავისუფლებაა, კითხვა კი ბედნიერება“- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც 2 თებერვალი, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა მეტად საინტერესოდ აღნიშნეს. 

როგორც პედაგოგი ფიქრია გიორხელიძე გვიყვება, მე-7ა კლასის მასწავლებლებმა საგაკვეთილო პროცესები წიგნისა და კითხვისადმი ინტერესის გაღვივების აქტივობებით დატვირთეს. ჩატარდა კლასის საათიც. მოსწავლეებმა ისაუბრეს საყვარელი წიგნების შესახებ და წაიკითხეს ფრაგმენტები...

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - თამარ გრიგოლიამ წიგნიერების დღესასწაულს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.  

სკოლის VIIა და VIIბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, ამ დღეს საინტერესო, სახალისო და შემოქმედებითი აქტივობა მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა სასკოლო პროგრამით შეისწავლეს ამირან ჭიჭინაძის ორი მოთხრობა პირველ სიყვარულზე - „სუფლიორი“ და „ცარცის წრე“ მწერლის მიერ „დახატულმა“ პერსონაჟებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე და თავიანთი ინიციატივით, გამოთქვეს სურვილი ბედი ეცადათ მწერლობაში და დაეწერათ „სუფლიორის“ გაგრძელება. 

„დღევანდელი საგაკვეთილო პროცესი აღმოჩნდა იმაზე მრავალფეროვანი ვიდრე წარმომედგინა ბავშვებმა წარმოადგინეს PP მომზადებული პრეზენტაცია მწერლის შესახებ (ლუკა ჩიქოვანი) შეადგინეს სხვადასხვა ტიპის ტექსტი საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით ( ანა ფანცხავა, ლიზი მიქაბერიძე, ბარბარე ჯალაღანია, ნინი ჯიმშელეიშვილი, ია ქაშიბაძე, ლიზი სამანიშვილი, ანი ფანცხავა, მარიამ შვანგირაძე …. ). შექმნეს მოთხრობის ე.წ პოსტერი (ანამარია ფუტკარაძე, ნუკი ჩხეიძე) ასევე, ვუყურეთ 1981 წელს, რეჟისორ გიორგი მატარაძის გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმს - „შვიდი პატარა მოთხრობა პირველ სიყვარულზე“,- აღნიშნავს პედაგოგი თამარ გრიგოლია.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:







კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება