| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. შესაბამისად, სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობას აქტიურად ეწევიან, ეკოკლუბელები, ასევე, ჩართულნი არიან მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებში.
30 იანვარს, ეკოკლუბის ფარგლებში, კლუბის კურატორის - მაია ჩხიკვაძის ორგანიზებით, ჩატარდა შემეცნებითი და ინტელექტუალური ეკოვიქტორინა: „ცოდნა, ლოგიკა, ინტელექტი“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ორი გუნდი - „რიგელი“ და „ბეტელგეიზე“ აქტიურად ჩაერთო ცოდნის, ინტელექტისა და ლოგიკის ბლოკებში დაგეგმილ აქტივობებში.
პროექტის - „ჩვენ და გარემოს“ ფარგლებში, მოსწავლეებმა განიხილეს მიკროპლასტმასას გამოყენებასთან დაკავშირებული როგორც ეკოლოგიური, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და განიხილეს მოგვარების გზები.
პროექტში ჩართულნი იყვნენ - ხელოვნების, საბუნებისმეტყველო და მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფების წევრები - ლელა კალანდაძე, ფილიპე გიორგაძე და მარიკა ონიანი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა