| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2 თებერვალი მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეა. ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-9ა კლასის (დამრიგებელი: დ.ხაჩიძე) და მე-10ბ კლასის ( დამრიგებელი: ლ.მანდარია) მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომელიც მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და მნიშვნელობის შესახებ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველასთვის ცნობილი გახდა თუ რაოდენ უნიკალური საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიებია საქართველოში.
მოსწავლეებმა ისაუბრეს აღნიშნული ტერიტორიების სასიცოცხლო როლზე, ასევე ეკონომიურ, სამეცნიერო, კულტურულ და რეკრეაციულ მნიშვნელობაზე.
პრეზენტაციას შემუერთდნენ სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და სასწავლო ნაწილი დალი სილაგაძე.
„მათი თანხმობით, წლის ბოლოსათვის დავგეგმეთ კოლხეთის ეროვნული პარკის მონახულება, რაც ძალზე გააფართოებს ჭარბტენიანი ტერიტორიების მიმართ თვალსაწიერს“,- გვეუბნებიან სკოლაში.
რამსარის კონვენციის ხელმოწერის თარიღის მიხედვით, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 2 თებერვალს აღინიშნება. კონვენცია, ჭარბტენიანი ტერიტორიების შენარჩუნების მიზნით, 1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში მიიღეს. საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა