სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში STEM პროექტები ხორციელდება
29-01-2024
-
+


უკვე რამდენიმე წელია რაც საქართველოს განათლების სამინისტრო „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ფინანსურად მხარს უჭერს სასკოლო ინიციატივებს. მეორე წელია, რაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის STEM პროექტები ფინანსდება. 

პროექტებს ხელმძღვანელობს ამავე სკოლის ისტ-ის მასწავლებელი რიპსიმე აროიანი. დაფინანსებების ფარგლებში სკოლამ შეიძინა არდუინოს ნაკრები და 3 ლეპტოპი, რაც როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების პროექტების განსახორციელებად.

პროექტის ფარგლებში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის - რიპსიმე აროიანის ხელმძღვანელობით, დაგეგმილია მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რუკის შექმნა Storymaps პროგრამის მეშვეობით.

„რუკაზე განთავსებული იქნება ჩვენი საოცარი რეგიონის ღირსშესანიშნავი ადგილების ფოტოები მოკლე ისტორიით, რაიონების მიხედვით.  ამ რუკით ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ვირტუალური ექსკურსიით სარგებლობას, ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და გაცნობას. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამებს - Storymaps, learningapps, ასევე, ჯავახეთის ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილებს სიღრმისეულად გაეცნობიან“,- აღნიშნავს ისტ-ის მასწავლებელი რიპსიმე აროიანი და პროექტის ხელმძღვანელებსა და ინიციატორებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ხელმძღვანელებს, ინიციატორებს და ქალბატონ ქეთევან კურცხალიას, რომელიც წარმატებითა და მონდომებით არეგულირებს პროექტთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს და შესაძლებლობას გვაძლევს სოფლის სკოლებს განვახორციელოთ ასეთი მასშტაბის პროექტები. ასევე, მადლობა სკოლის დირექტორს - ბატონ ლალაზარ აროიანს, რომელიც მოსწავლეების და მასწავლებლების გვერდში დგას ნებისმიერ საჭირო სიტუაციაში და მომართულია სკოლის განვითარებისკენ“, -აღნიშნავს მასწავლებელი რიპსიმე აროიანი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება