სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის დირექტორებმა პროფესიული განვითარების ჯგუფის დასახმარებლად 10 რამ უნდა გაითვალისწინონ
01-02-2024
-
+


მასწავლებელთა პროფესი­ული განვითარების ჯგუფის მოვალეობა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მთლიანად სკოლის შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვაა.

რამდენადაც დაფასებული იქნება პროფესიული განვითარების ჯგუფი მასწავლებლების მიერ, იმდენად წარმატებული იქნება ჯგუფის მუშაობა და სკოლის საერთო შედეგები.

პროფესიული განვითარების  ჯგუფი უნდა თანამშრომლობდეს როგორც კათედრებთან, ასევე სკოლის დირექტორთან. ჯგუფის წარმატებული მუშაობისთვის სკოლის ხელმძღვანელის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ გზამკვლევში განმარტებულია, რა ევალება დირექტორს პროფესიული განვითარების ჯგუფებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.

გზამკვლევის თანახმად, დირექტორებს, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარების ჯგუფის დახმარება, უნდა ახსოვდეთ, რომ:

რეგულარულად ეწვიონ პროფესიული განვითარების ჯგუფს და სრული სიცხადე შეიტანონ სკოლის მისიის, ხედვის, ღირებულებებისა და მიზნების მნიშვნელოვნებაში;

შექმნან თანამშრომლობითი სტრუქტურები, რომლებიც ფოკუსირებულია სწავლებასა და სწავლაზე;

სკოლის განვითარება წარმართონ ამ ჯგუფების მეშვეობით – რეფლექსი­ითა და დაგეგმვით, ექსპერიმენტირებისა და შედეგების ანალიზით, მიღე­ბული გამოცდილების რეალობასთან მისადაგებით;

გამოუთავისუფლონ სამუშაო დრო ამ ჯგუფებს თანამშრომლობისა და წვრთნისთვის;

წაახალისონ მასწავლებელები ლიდერობისკენ და, ამასთანავე, თვითონ წარმოაჩინონ სანიმუშო ლიდერული თვისებები, იყვნენ სკოლის ჭეშმარი­ტად საგანმანათლებლო და სამენეჯერო ლიდერები;

გადალახონ პროფესიული განვითარების მოწინააღმდეგეთა მიერ წამო­ყენებული მოსაზრებების და განწყობა-დამოკიდებულებების ბარიერი, უპირველეს ყოვლისა, მათი მოსმენისა და თვალსაზრისის წვდომის გზით;

ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში ეცადონ შეცვალონ მოწი­ნააღმდეგეთა ქცევა და არა მათი დამოკიდებულება ცვლილებებისადმი, რადგან მოწინააღმდეგე მასწავლებლები მაშინვე თავად შეიცვლიან და­მოკიდებულებას, როგორც კი დააგროვებენ შეცვლილი ქცევის შედეგად მიღებულ გამოცდილებას;

კონცენტრირებული იყვნენ შედეგებზე – დასახონ ცხადი და გაზომვადი მიზ­ნები, დაადგინონ კრიტერიუმები, რომლებიც განაპირობებენ პროგრესის მტკიცებულებათა მოპოვებას და შექმნან უწყვეტი მონიტორინგის სისტემა;

გამოიყენონ მტკიცებულებები პროცესების დახვეწისთვის, აღნიშნონ და იზეიმონ წარმატებები და მიაგნონ გასაუმჯობესებელ მხარეებს სკოლის ფუნქციონირებაში;

უწყვეტი განვითარება უწყვეტ სწავლას საჭიროებს და ამიტომ ისინი საჯა­როდ მხარს უჭერენ ყოველი თანამშრომლის პროფესიულ განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ პროფესიული განვითარების ჯგუფი აქტიურად უნდა იყოს ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, მისი წევრები უნდა ადგენდნენ მოსწავლეების, პედაგოგებისა და სკოლის საჭიროებებს, შემდეგ კი ისახავდნენ სკოლის განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება