| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგანმანათლებლო კვლევის ცენტრის ინფრმაციით, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტშია ასახული, სავალდებულო შინაარსის მოცულობის დაბალანსება ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური საკითხია.
კვლევაში საუბარია, რომ „პირველი თაობის სასწავლო გეგმა სავალდებულო შინაარსის ამოღებას ისახავდა მიზნად, მეორე თაობის სასწავლო გეგმაში, პირველადი განზრახვის საპირისპიროდ, დეტალურად გაიწერა სავალდებულო შინაარსი, ხოლო მესამე თაობის სასწავლო გეგმა ამ ორ საპირისპირო მოცემულობას შორის ერთგვარი კომპრომისის მოძებნის მცდელობას წარმოადგენს – წვრილი შინაარსობრივი ერთეულები თემებით, თემატური ბლოკებით და ცნებათა სისტემებით ჩანაცვლდა. სასწავლო გეგმის შემქნელთა და პროცესში მონაწილე სხვადასხვა მხარეთა მოსაზრებით, სავალდებულო შინაარსის ირგვლივ მსჯელობა „რთული პროცესია“, სადაც მხარეებს (დისციპლინის წარმომადგენლებს, მასწავლებლებს, განათლების ექსპერტებს) უჭირთ შეთანხმების მიღწევა“.
ექსპერტთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შინაარსი (მათ შორის სავალდებულო ცნებების სისტემა და განმარტებები) მაქსიმალურად უნდა განიტვირთოს, რადგან სავალდებულო შინაარსის შემოტანას ახლავს ცენტრალიზების, პოლიტიზების, ვიწრო ინტერესების გატანის რისკი. მეორე ნაწილი განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს – შინაარსობრივი ორიენტირები სასწავლო გეგმაში უხეშად კი არ უნდა ამოვიღოთ, არამედ სტრატეგიულად განვსაზღვროთ.
ამ პოზიციას ექსპერტები კურიკულუმის თანამედროვე თეორიებზე დაყრდნობით აყალიბებენ, რომლებსაც დღეისათვის მნიშვნელოვანი გავლენა აქვს კურიკულუმის განვითარების ირგვლივ ჩამოყალიბებულ აკადემიურ დისკურსში – შინაარსის ამოღებამ იმ მოცემულობით, როდესაც მასწავლებლების კომპეტენცია და ინფორმაციაზე წვდომა სკოლებში განსხვავებულია, შესაძლებელია გააღრმავოს უთანასწორობა სწავლის შედეგებში და ხელი შეუშალოს სოციალურ მობილობას.
შინაარსს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა ინტელექტუალური და სოციალური წინსვლისთვის, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისთვის და კულტურული წიგნიერების განვითარებისთვის.
„ამ თავისუფლების პირობებში, როცა ყველა რასაც უნდა და რაც შეუძლია იმას ასწავლის, სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მოსწავლეს ერთნაირი სიღრმის და სიფართოვის ცოდნა ექნება, მაგალითების და ანალოგიების მსგავს მრავალფეროვნებაზე მიუწვდება ხელი“, - აცხადებს კურიკულუმის ექსპერტი.
მასწავლებელი რესპონდენტები (საგნობრივი ექსპერტები, განათლების სფეროს ექსპერტები) მიიჩნევენ, რომ პროცესის სირთულის მიუხედავად, მესამე თაობის სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესის ფარგლებში შინაარსის საკითხებზე დისკუსია უნდა გაგრძელდეს. ექსპერტების მოსაზრებით, შინაარსის მოცულობის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ესგ-ში გარკვეული შინაარსობრივი ორიენტირების არსებობა არ ეწინააღმდეგება პროცესზე ორიენტირებული კურიკულუმის იდეას, მთავარია, შინაარსის მოცულობის და სტრატეგიულად გამოყენების საკითხი კარგად იყოს გააზრებული.
„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო
რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა
„ინდივიდუალურით კი არა, ჯგუფური სწავლებით უფრო მეტს ისწავლის ბავშვი“
„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...
დიდი არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო
„მოსწავლეების წარმატება ჩემი მოტივაციის მთავარი წყაროა“- კირიხლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევი
გამოავლინონ საკუთარი ერუდიცია სხვადასხვა სფეროში