სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალი ესგ-ს დადებითი და უარყოფითი ეფექტები ცნობილია
26-01-2024
-
+


კვლევაში ჩართული მასწავლებლები, ქოუჩები და მშობლები არაერთგვაროვნად აფასებენ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით სწავლების გავლენას მოსწავლეთა შედეგებზე. იმ სკოლებშიც კი, სადაც ესგ რამდენიმე წლის განმავლობაში ინერგება, ბევრია ისეთი მასწავლებელი, რომელიც მიიჩნევს, რომ ახალი მიდგომებით სწავლება მოსწავლეების აკადემიურ შედეგებზე არ აისახა. 

სასკოლო საზოგადოების მეორე ჯგუფი მიიჩნევს, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით სწავლებას დადებითი ეფექტი აქვს მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზეც და სწავლის მოტივაციაზეც.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონიტორინგის ანგარიშები, გარე აქტორებისა და დამოუკიდებელი მკვლევრების მიერ განხორციელებული კვლევები და მოცემული მოკვლევის შედეგები ესგ-ს პრინციპების მიხედვით სწავლების როგორც დადებით, ისე
უარყოფით შედეგებზე მიუთითებს.

დადებით ეფექტებს შორის სახელდება:

• მოსწავლის მიერ სწავლის მიზნის უკეთ დანახვა;
• მოსწავლეთა თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის ზრდა;
• ზოგადი უნარების (პრეზენტაცის, დაგეგმვის, კომუნიკაციის, ინფორმაციასთან
მუშაობის უნარები) განვითარება;
• მეტაკოგნიტური სტრატეგიების განვითარება მოსწავლეებში;
• დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების მოტივაციის ზრდა სწავლისთვის;
• ურთიერთობების გაუმჯობესება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის;
• მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის პრაქტიკის განვითარება;
• მოსწავლეების ჩართულობის ზრდა სასკოლო ცხოვრებაში.

უარყოფით ეფექტებს შორის სახელდება:

• მოსწავლეთა მაღალი დატვირთვა, გადაღლა;
• დემოტივაცია სწავლისთვის (მოსწავლეებს ბეზრდებათ ერთგვაროვანი კომპლექსური
დავალებების შესრულება);
• მოსწავლეების უკმაყოფილება, რომ ისინი სათანადოდ ვერ ემზადებიან ეროვნული
გამოცდისათვის;
• ზედაპირული დამოკიდებულება სწავლისადმი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება