| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის, 25 დეკემბერს სკოლის მოსწავლეთა გუნდებს შორის მოეწყო შიდასასკოლო ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში - „რა?, სად?, როდის?“
თამაში საინტერესოდ, საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა ინტელექტის მაღალი დონე წარმოაჩინეს. ქულათა მიხედვით მონაწილეებმა ადგილებიც გაინაწილეს და სერტიფიკატებიც გადაეცათ.
„აღნიშნული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება, რადგან მისი მიზანი ინტელექტუალური განათლების პროპაგანდა, ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდების წარმოჩენა, წიგნიერებისა და ცოდნის წახალისებაა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა