| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში განათლების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
„მდგრადი განვითარების მიზნებიდან მე-4 მიზანია ხარისხიანი განათლება, რაც გულისხმობს უთანასწორობის აღმოფხვრას საგანმანათლებლო სისტემაში; უსაფრთხო, ინკლუზიურ და პოზიტიურ გარემოს შექმნას სკოლებში“,- გვეუბნებიან წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში და დასძენენ, რომ სწორედ მშვიდობის, განვითარებისა და განათლების როლის აღსანიშნავად გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 24 იანვარი დააწესა განათლების საერთაშორისო დღედ.
სწორედ ამ დღის აღსანიშნავად, სკოლის დირექტორმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორმა მასწავლებელმა - ფაქიზი ფანჩულიძემ X-XII კლასებში არგუმენტირებული ესეები კონკურსი ჩაატარა.
ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტურ წერილზე - „ჩვენი ხალხი და განათლება“ დაყრდნობით მოსწავლეებმა დაწერეს არგუმენტირებული ესეები შემდეგი პირობით: „განათლება და მეცნიერება აუცილებელია ერის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის“ - იმსჯელეთ როგორ არის ეს საკითხი პუბლიცისტურ წერილში წარმოჩენილი, რამდენად აქტუალურია იგი დღეს.
მოსწავლეებმა განათლებასთან დაკავშირებით ჩამოაყალიბეს თავიანთი აზრი და ყურადღება გაამახვილეს აღნიშნული საკითხის აქტუალობასა და აუცილებლობაზე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა