| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ბავშვების მოტივაციასა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ.
მათ შორის, აღსანიშნავია, საახალწლო შთამბეჭდავი, დაუვიწყარი და ლამაზი ღონისძიება. როგორც სკოლაში გვეუბნებიან არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ დამსწრე საზოგადოებისთვისაც ემოციური იყო.
მოსწავლეებმა 2023 წელი მხიარულად - ცეკვითა და სიმღერით გააცილეს და 2024 წელს ახალი გეგმებით შეეგებნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სპექტაკლი - „ჯადოსნურ სამყაროში“. მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და ერთმანეთსა და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ზღაპრული განწყობა აჩუქეს.
ასევე, სკოლის მოსწავლეებმა მოაწყეს თვითნაკეთი ნივთების გამოფენა და გამოუშვეს კედლის საახალწლო გაზეთი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა