| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
ამჯერად, სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის - ნინო ხარაიშვილის სპორტულ წარმატებას ზეიმობენ. მოსწავლემ საქართველოს პირველობაზე, ჭიდაობა ძიუდოში წარმატებით იასპარეზა და საქართველოს ნაკრების წევრი დამსახურებულად გახდა.
2024 წლის საქართველოს პირველობა 2007-2009 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის 18-19 იანვარს ჩატარდა.
სკოლაში მოსწავლის მიღწევა განსაკუთრებულად ახარებთ და ქვეყნის სასახელოდ მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-11 კლასის მოსწავლეს - ნინო ხარაიშვილს დიდი სიხარულით და სიამაყით ვულოცავთ პირველი ადგილის მოპოვებას და საქართველოს ნაკრების წევრობას. კიდევ ბევრი წარმატება მიგველოცოს მისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა