| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრსა და კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა.
19-20 იანვარს ჭაბუკთა და მცირე ჭაბუკთა შორის, კარატეში, ლატვიის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც ქართველ სპორტსმენთა შემადგენლობა მონაწილეობდა.
შეჯიბრზე, აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაცია 18 სპორტსმენით იყო წარდგენილი. მათ შორის იყო ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-4 ვ კლასის მოსწავლე დავით ნოღაიდელი, რომლის დამრიგებელი მაკა ჩიკაშუა გახლავთ.
მეოთხეკლასელმა 30 კგ. წონის კატეგორიაში მე-2 ადგილი დაიკავა და ვერცხლის თასის მფლობელი გახდა.
სკოლაში მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და მას წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა