| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე აქტიურად ზრუნავენ მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებაზე, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
ახლახან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად როდის?“ ფინალური ტურის გამარჯვებული სიღნაღის საჯარო სკოლის გუნდი „ფენიქსი“ დააჯილდოვა.
მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები, ბროლის ბუ და სიგელები მერმა გადასცა და წარმატება მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ წელს განსხვავებული ფინალი იყო, 25 კითხვის შემდეგ გამარჯვებული გუნდი ვერ გამოვლინდა, რადგან ორივე გუნდმა თანაბარი რაოდენობის ქულები დააგროვა. თამაში სუპერფინალით გაგრძელდა, დამატებითმა კითხვებმა, ასევე, ვერ გამოავლინა გამარჯვებული, სწორედ ამიტომ, პირველი ადგილი გაიყო ორმა გუნდმა - პირველი ადგილის მფლობელები სიღნაღის საჯარო სკოლის გუნდი „ფენიქსი“ და წნორის N3 საჯარო სკოლის გუნდი - Senatus PopulusQue Tsnorius გახდნენ.
სიღნაღის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას ყოველთვის ახალისებენ და მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა